რეზონანსი
08.11.2022

ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია საქართველოსთვის, თუ გავითვალისწინებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ველოდებით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სტატუსი თავისთავად ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოო მიზნამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

„ეს არ არის მარტივი გზა. ბევრი ტექნიკური საკითხია და კრიტერიუმი, რომელთა დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს. ყველაზე მთავარი პოლიტიკური პროცესია და ქვეყნის მზადყოფნა შეასრულოს ყველა მოთხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მეტნაკლებად იგივე ტექსტია რაც ადრეც გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. ჩვენ როდესაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მის უცხოეთში სამკურნალოდ ზომების გატარებას, ასევე ვამბობთ, რომ ამ მოწოდების საფუძველი ჰუმანიტარული საკითხებია. მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც შევხვდი სააკაშვილის ოჯახს. მე ღია ვარ ყველასთან.

რაც შეეხება სხვა საკითხებს რაც, გავლენებს ეხება, ეს თემები უნდა მოგვარდეს სისტემური მიდგომით და ამ მხრივ ევროპარლამენტს რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს, რაც ძალაშია და უმრავლესობამ დაუჭირა მხარი", - განაცხადა მიქსერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×