რეზონანსი
29.10.2022

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, ამის გამო გვაგინებდნენ, ქოცებს გვეძახდნენ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, მერე უცებ შეიცვალა სიტუაცია და დღეს ეს მოთხოვნა, „ნაციონალური მოძრაობისა" იგივეა. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას" ვეუბნებოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა არის აუცილებელი ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხისთვის, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში" განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ინტერესები.

„ მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები. რაღაც თვალსაზრისით ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი დაუკავშირდა იმას, ჩვენ ერთმანეთთან შევრიგდებით თუ არა. ამ შერიგებას კიდევ რაღაც ფაქტორები ხელს უშლის და ჩვენ თუ მართლა გვინდა ქვეყანა ერთმანეთთან ჩხუბს არ გადავაყოლოთ, უნდა შევძლოთ უფრო მაღლა დავდგეთ, ვიდრე თუნდაც შურისძიების გრძნობა. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები, რომ ამით ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×