რეზონანსი
29.10.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვარაუდობს, რომ ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება

კირილ ბუდანოვი გამოცემა The Drive - თან ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე მომზადებული და საბრძოლო ქმედუნარიანი რუსული ქვედანაყოფები ამჟამად ხერსონში იმყოფებიან.

მათი დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარები, რუსეთის სპეცრაზმი და საზღვაო ქვეითები, ანუ ყველაზე საბრძოლო ქმედუნარიანი ქვედანაყოფები არიან, რაც რუსეთს ჰყავს - ამბობს ბუდანოვი.

მისივე ინფორმაციით, ხერსონში რუსეთს დაახლოებით 40 000 სამხედრო ჰყავს.

"ისინი (ოკუპანტები) წინააღმდეგობას გვიწევენ. ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩვენს წინსვლას და ბრძოლები ყოველდღიურად მიმდინარეობს", - დასძინა მან.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ისინი ხერსონს მიუახლოვდნენ, რუსებმა ევაკუაცია დაიწყეს.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, გალინა ლუხოვას თქმით, ქალაქში ახლა უფრო მეტი ოკუპანტია, ვიდრე მშვიდობიანი მოქალაქე. ლუგოვამ ასევე თქვა, რომ მტერმა დანაღმა ხერსონის ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი და არ აპირებს ქალაქის უბრალოდ დათმობას.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსების საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, თითქოს ისინი ხერსონიდან გარბიან და მიზანი, როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინის იძულებაა, ჯარები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×