რეზონანსი
29.10.2022

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყებამ ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე „თავდასხმების" შემდეგ მიიღო.

"კიევის რეჟიმის მიერ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტების მონაწილეობით განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსული მხარე წყვეტს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში" აცხადებს რუსეთი.

რუსეთის მიერ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის სამხედრო ბაზას ღამით, გავრცელებული ინფორმაციით, ის დრონი დაეცა, რომლის ჩამოგდებასაც ოკუპანტები ცდილობდნენ. ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×