რეზონანსი
29.10.2022

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

„ისევ მართვით სუნთქვაზე რცება. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული", - განაცხადეს კლინიკაში „ინტერპრესნიუსს".

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×