რეზონანსი
29.10.2022

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის" პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე" დაწერა.

"ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების 18 მებრძოლი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 8 წარმომადგენელი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 მებრძოლი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე", - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, არ წყდება ძალისხმევა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა უკრაინელის სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×