რეზონანსი
29.10.2022

რისკები იმისა, რომ წელს, სვანეთი ზამთარშიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, ისევ არსებობს - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმროები საუბრობენ. კერძო სექტორი იმ შესაძლო გამოწვევებს ასახელებს, რომლის წინაშეც ისინი ზამთარში აღმოჩნდებიან.

სასტუმრო „ბუდეს" დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი ამბობს, რომ კრიპტოვალუტების გამომუშავება გრძელდება, რაც არათუ ზამთარში, ზაფხულშიც საგრძნობ პრობლემებს ქმნის, რის გამოც ბიზნესის გაფართოებისგან ბევრი თავს იკავებს.

„შარშან ყველამ იცოდა, რომ სვანეთში ელექტროენერგია მოწოდების პრობლემა იყო. საქართველოში ყველა ამაზე საუბრობდა. ზამთრის სეზონს ველოდებით ჩასუნთქულები, არ ვიცით, რა იქნება, იმიტომ რომ არაფერი არ გადაჭრილა. მაინერების გათიშვის მოწოდების მიღმა, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

გვინდა კოტეჯების დამატება, გაფართოება, თუმცა ასეთ პირობებში გვიჭირს, ამ ნაბიჯის გადადგმა, არასტაბილურობის შეგრძნება გვაქვს და დამატებითი ხარჯის გაწევისგან თავს ვიკავებთ." - აცხადებს სასტუმრო „ბუდეს" დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი „ბიზნეს მედიასთან".

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 70 მლნ 777 ათას კვტ.სთ აღემატებოდა, რაც „ენერგოპრო ჯორჯიას" მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 24%-ით არის გაზრდილი. სვანეთში მაინერების პრობლემა უკვე წლებია არსებობს. დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების გამო კი, ხშირია შეზღუდვები, რაც მოსახლეობის გარდა, ადგილობრივ ბიზნესს აზარალებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×