რეზონანსი
23.10.2022

მგზავრი, რომელიც მეტროსაგურზე „თავისუფლების მოედანი" ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი", სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

„მგზავრი ამოვიყანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში". მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება დროებით შეწყვეტილია საგამოძიებო მოქმედებების გამო",-აცხადებენ „თბილისის მეტროპილიტენში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×