რეზონანსი
23.10.2022

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ავიაკატასტროფას ორი პილოტი ემსხვერპლა.

ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, „სუ-30" საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა. გაჩენილმა ხანძარმა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი მოიცვა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სახლში, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, ადამიანები არ იყვნენ.

მსგავსი შემთხვევა რუსეთში რამდენიმე დღის წინაც მოხდა - კრასნოდარის მხარეში, საცხოვრებელ კორპუსებთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×