რეზონანსი
23.10.2022

მძიმე ვითარებაა ლუგანსკის ოლქში, სადაც შეტაკებები გრძელდება. უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მტრის თავდაცვის პოზიციებს შეუტიეს. განადგურებულია მტრის ლოჯისტიკური კვანძი, იარაღის საცავი და სამეთაურო პუნქტი. რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მტრის მიერ ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ გამკაცრებულ ტერორზე ისაუბრა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა.

სერგეი გაიდაის თქმით, მტერმა მშვიდობიანი მოქალაქეები სახლებიდან გამოასახლა და ის საკუთარი ჯარისკაცები შეასახლა.

"საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. მტერმა ადგილობრივები საკუთარი სახლებიდან გამოასახლა და იქ მებრძოლები შეასახლეს. რამდენიმე პოზიციაზე დაცვითი ბრძოლების გამაგრება დაიწყეს. მიუხედავად მტრის მოქმედებისა, მათი მცდელობა უშედეგოა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. რუსების მიერ რეზერვისტების ჩამოყვანა და მობილიზაციის გამკაცრება, ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, ამ ადამიანების უმეტესობას არც სამხედრო განათლება და არც გამოცდილება არ გააჩნიათ. ჩვენი მებრძოლები მტერს ბრძოლის ველზე ანადგურებენ. ამასთან ჩვენი სამიზნეა ოკუპანტების დისლოკაციის ადგილი, სამეთაურო პუნქტები და იარაღის საცავები. ისინი მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. ომის ადრეულ ეტაპზე მტერი სერიოზულ უპირატესობას ფლობა, დღეს კი ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენი არტილერიას კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც წარმატებით ასრულებს. ჩვენ აუცილებლად გავალთ სახელმწიფო საზღვარზე. ლუგანსკის ოლქის დე-ოკუპაცია გარდაუვალია", - თქვა სერგეი გაიდაიმ.

ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136" ჩამოაგდო.

11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, დანარჩენები კი უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში.

ამასთან, უკრაინელებმა ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი: ჩარივნე და ჩკალოვო მთლიანად გაათავისუფლეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს. გარდა ამისა. რამდენიმე მიმართულებით ოკუპანტები ჩიხში მოამწყვდიეს, სადაც შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. .

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×