რეზონანსი
23.10.2022

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელ თვითმფრინავს გააგზავნის.

როგორც მედია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის.

2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „რეაქციისა და შეკავების" სტრატეგიის ფარგლებში გაგზავნის.

ამასთან, ესპანეთის თავდაცვის უწყება დასძენს, რომ 17 ოქტომბრიდან რუმინეთში განლაგებულია შორიმოქმედების საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომლიც ქვეყანაში შესაძლოა 2023 წლის ივნისის ბოლომდე დარჩეს.

ცნობისთვის, ესპანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 12 საბრძოლო თვითმფრინავი ნატო-ს აღმოსავლეთ წევრ სახელმწიფოებში - ბულგარეთში, ლიეტუვასა და ესტონეთში - უკვე გაგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×