რეზონანსი
23.10.2022

ლიკანში მომხდარი აფეთქების თვითმხილველები და კორპუსის მცხოვრებლები 22 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას მედიასთან იხსენებენ.

„საშინელი ხმა იყო. თავიდან, ვიფიქრე, რომ მიწისძვრა მოხდა, მაგრამ მეორე აფეთქების ხმა რომ გავიგეთ, გარეთ გამოვვარდი და ვნახე, რომ მეორე სართულზე გაზის გაჟონვა და აფეთქება მოხდა. ქალბატონი გადმოვარდა, ტალღამ გადმოისროლა... გამგეობის წარმომადგენლები გუშინვე მოვიდნენ, სია შეადგინეს და მოსახლეობა მოწესრიგებულად დაბინავდა", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინო კიკნაველიძე.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, აფეთქებამ მრავალი ადამიანის საცხოვრებელი გაანადგურა.

„ყველაფერი თავზე დაგვექცა - უცებ ჩამოინგრა ფანჯრები, კარები, ყველაფერი მოტყდა. სახლი მიწასთანაა გასწორებული, განადგურებულია, ფაქტობრივად, საცხოვრებლად აღარ ვარგა. ყველაფერი ჩამონგრეულია. ჩვენს სართულზე ვინც ცხოვრობს, ყველას სახლი განადგურებულია", - ამბობს ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×