რეზონანსი
23.10.2022

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპექტაკლებში აღარ ანაწილებენ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მათთვის “პაპსა” მსახიობი და ერთგვარად გაცვეთილი სახეა. იყო შემთხვევა, როდესაც ქასტინგზე მასზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ რუსკა მაყაშვილია.

“ჩემთვის თეატრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებ თეატრში. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსთაველის თეატრის დასის წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ არ მეძლევა შანსი ჩემი სათქმელი ვთქვა.

რუსთაველის თეატრში სპექტაკლებში არ ვმონაწილეობ, შესაძლოა ეს ერთგვარი დასჯაც არის, ჩემი დის ამბების შემდეგ ბევრი ვილაპარაკე და ეს მათ არ მოეწონათ. ვთვლი, რომ სპექტაკლებშიც აღარ მანაწილებენ. შესაძლოა მათთვის გაცვეთილი სახე ვარ. ქასტინგზე მხოლოდ იმიტომ თქვეს ჩემზე უარი, რომ რუსკა მაყაშვილი ვარ. ვთვლი, რომ მათთვის “პაპსა” მსახიობი ვარ. მიმიშვი შენ და რა იცი, რას გავაკეთებ”, – თქვა გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" რუსკა მაყაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×