რეზონანსი
23.10.2022

ინციდენტი მოხდა რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში. "ინფო რუსთავი"-ს ცნობით, ერთმანეთს სუპერმარკეტ "ლუკა და გვანცას" თანამშრომლები და მომხმარებლები დაუპირისპირდნენ.

მაღაზიის თანამშრომლის თქმით, 40 წლამდე მამაკაცები მაღაზიაში შესვლას და პროდუქტის, კერძოდ კი ლუდის, თანხის გადახდის გარეშე წაღებას ითხოვდნენ. მომხმარებლების მეგობრები კი აცხადებენ რომ მამაკაცს ლუდის ნისიად წაღება სურდა და სანაცვლოდ პირადობის მოწმობას უტოვებდა, თანხის გადახდას კი მოგვიანებით აპირებდა.

მომხმარებლმა თხოვნაზე უარი მიიღო, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის 2 მამაკაცი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×