რეზონანსი
22.10.2022

ირანისადმი ნდობა არ არსებობს, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს დრონები არ მიჰყიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

“ირანი აწვდის მათ დრონებს, ეს მათი ფულადი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი იღებს. მათ შეიძლებს თქვან: “ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები”... ჩვენ კონკრეტიკას ვამბობთ - ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და აგრძელებენ კვლას. ჩვენ ვიცით, რომ შეკვეთა და შეთანხმებები ათასობით არსებობს, რამდენიმე ასეული კი უკვე გადაცემულია. მათ არ უნდა დავუჯეროთ. მათ შეუძლიათ საკუთარ საზოგადოებას უთხრან, რომ არაფერი გაუყიდიათ, მაგრამ ეს ტყუილია, წმინდა წყლის ტყუილია. ისინი ჩვენს ხალხს კლავენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ირანის ხელძღვანელობას არ ენდობა და 2020 წლის იანვარში ირანის ტერიტორიაზე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდების ინციდენტი გაიხსენა, რომლის შედეგადაც 176 ადამიანი გარდაიცვალა.

“თქვენ გახსოვთ უკრაინის ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავი, მასში კანადის ბევრი მოქალაქე იყო. ამის შემდეგ ირანის ხელმძღვანელობამ თქვა - “ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია”. როდესაც ჩვენმა სპეციალისტებმა და პარტნიორებმა, კერძოდ კი კანადელებმა, იპოვეს დეტალები, რომლებიც ირანის ჩარევას ადასტურებდა, მათ აღიარეს, რომ ეს შემთხვევით იყო და ამას ისტორიული დრამა დაარქვეს, ლიდერის დონეზე თქვეს, რომ გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება იქნება. და რა გააკეთეს? არაფერი. არაფრით არ დაეხმარნენ”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×