რეზონანსი
22.10.2022

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 ლანა დარ­ჯა­ნია გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

“გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. სახ­ლში რომ წა­ვი­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. “ფე­ის­ბუქ­ზე” “სთო­რებს” დებ­და, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ და­ი­ღა­ლა ტკი­ვი­ლით და მეტი აღარ შე­ეძ­ლო. გუ­შინ ღამე სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ისევ, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა” – ამბობს გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

“ლანა დარ­ჯა­ნი­ამ ოპე­რა­ცია ჩვენ­თან 19 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­კე­თა, ოპე­რა­ცი­ამ­დე მას ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და ამ კვლე­ვებ­მა ექიმს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ ოპე­რა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ოპე­რა­ცი­ას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნდა ერთი დღე და მე­ო­რე დღეს ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ე­წე­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ოპე­რა­ცი­ი­დან გა­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე დღე, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ სის­ხლდე­ნა და­ი­წყო. ფაქ­ტზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. კლი­ნი­კაც და ექი­მიც, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან” – აცხადებენ კლინიკაში ,,გიდი”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×