რეზონანსი
22.10.2022

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინელი მაღალჩინოსნები იცლიან, რომ საქრათველოს შესახებ არამეგობრული განცხადებები აკეთონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის თავი და თავი ის გუნდია, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალ პოზიციებზე დანიშნული პირების გავლენას წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებაში.

„მათ ჰყავთ ერთი მფარველი: არახამია, რომელსაც ვიცით, სააკაშვილთან რა აკავშირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სარგებელი და გამორჩენა აქვს ამ სიტუაციიდან, რომ როგორმე უკრაინის ეს მძიმე მდგომარეობა გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ საქართველოს დაარტყას და ცდილობენ, რომ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვიონ ხელისუფლების მიმართ. მეორე ინტერესი რომელიც იკვეთება და გაცხადებულია, ესაა მეორე ფრონტი“, - განაცხადა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×