რეზონანსი
22.10.2022

იდეალური გამოსავალი იქნება ყველასთვის, ეს პუნქტი ისე შევასრულოთ, რომ ვერავინ თქვას, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ ითანამშრომლაო, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ ომბუდმსენის კანდიდატებზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„თუ სახალხო დამცველი ავირჩიეთ ისეთი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, ეს პუნქტი ვერ შესრულდება, რადგან „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს. თუ ისეთი ავირჩიეთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, არც ის შესრულდება, რადგან ოპოზიცია ჩათვლის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპიროვნულად დანიშნა სახალხო დამცველიო“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ერთ-ერთ ფინალურ ეტაპზეა. მომავალ კვირას მოქმედება უკვე საკომიტეტო მოსმენებზე გადაინაცვლებს. 19 კანდიდატი უკვე წარდგენილია, ახლა უკვე კანონმდებლებზეა დამოკიდებული ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×