რეზონანსი
19.10.2022

13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც შადრევანში მეგობრების დასახმარებლად, ჩავიდა დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. 

წარმატებული ჩოგბურთელი გოგონას მეწყვილის დედა „სარკესთან“ იმ დღეს იხსენებს, როდესაც კორტებზე მიასვენეს და უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 

„მარიტა ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არაამბიციური, უბრალო, ენერგიული და საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ძალიან ბავშვური… მამამისს 24 საათი კორტზე ჰყავდა.

კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო… სკოლის მერე ორივე შვილი მიჰყავდა იქ და ავარჯიშებდა. მარიტას და მასზე ერთი წლით უფროსია. არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ“, - ამბობს მშობელი „სარკესთან“.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: sarkenews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×