რეზონანსი
19.10.2022

სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებსა და ჩატებში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავში ახალგაზრდა გოგო მოიტაცეს. გარდა ამისა, ვრცელდება გამაფრთხილებელი პოსტები სხვადასხვა ანგარიშიდან, რომ სკოლებთან შავი ჯიპით მამაკაცი ბავშვების მოტაცებას ცდილობს.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, გოგოს მოტაცების შესახებ ინფორმაცია ყალბია და ამის შესახებ არც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შესულა შეტყობინება.

გარკვეული ყალბი ანგარიშებიდან, მიზანმიმართულად, საზოგადოების შესაშინებლად, ვრცელდება ასევე ინფორმაცია სკოლებიდან არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანის მცდელობაზეც, რაც ასევე არ ფიქსირდება და არ შეესაბამება სიმართლეს.

რუსთავის პარალელურად მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა ქალაქის დახურულ ჯგუფებსა და ჩატებშიც.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×