რეზონანსი
11.10.2022

პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, იაშვილის კლინიკაში, პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი მოათავსეს.

როგორც ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მსგავსი სტატისტიკა გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა და მიმდინარე წელი გაზრდილი სტატისტიკით გამორჩეულია.როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რამდენი პაციენტი მკურნალობს ახლა აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში. ივანე ჩხაიძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდება.

რაც შეეხება ვირუსის კლინიკურ მდგომარეობას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განიხილავენ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც დაავადების მძიმე მიმდინარეობას გულისხმობს.

"რაც შეეხება რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განვიხილავთ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც გულისხმობს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. გრიპთან ერთად ეს ვირუსი განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განაპირობებს მძიმე მიმდინარეობას, ეს გულისხმობს წვრილი ბრონქების, ბრონქიოლების ანთებას, რასაც ბრონქიოლიტი ჰქვია.

საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ხშირად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, აქტიური მკურნალობა. ბრონქიოლიტის ანთების შემთხვევაში ბავშვს აქვს შეტევითი ხველა, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა, საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, აქტიურ აეროზოლოთერაპიას, ეს დიაგნოზი ყველა პედიატრისთვის ცნობილია და ვთვლით, რომ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×