რეზონანსი
11.10.2022

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე წერს, რომ საჭურისია, არაფრის თავი არ აქვს, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ, როგორც ყველა არარაობას. მისივე თქმით, თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.

„სანამ ეს სამარცხვინო და ხარბი ლუზერები სააკაშვილზე აცოცების უკანასკნელ იმედს არ დაკარგავენ - არანაირი ცვლილება არ მოხდება. სანამ არ მიარტყამენ საკუთარ სახე დაკარგულ სახეებს იმ რეალობას, რომ, აი, ეს სამარცხვინო ქმედება, როდესაც თავად არაფრის თავი არ გაგაჩნია, არც ერთი აქცია სააკაშვილისთვის არ დაგიორგანიზებია და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, ვინც შრომობენ და იმ საკითხებზე აწყობენ აქციებს, რაც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად - ვიღაცის მკვლელობას აბრალებ, მორალურად გასანადგურებელი ხარ როგორც საზოგადოებრივი ფიგურა.

თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.

დადგეს ჭიაბერაშვილი და მოაწყოს რამდენი აქციაც უნდა ან იმ ბანდერლოგებს შეუერთდეს. ვინ დაუშალა? არავინ! მაგრამ საჭურისია - არაფრის თავი არ გააჩნია, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ, როგორც ყველა არარაობას! მკვლელი ბებიამისია! ურჩევნია სადმე არ შემხვდეს!

(აი, ეს ხუთასამდე ადამიანიც ჭიაბერაშვილისნაირი საზიზღარი საჭურისია - უსაქმური, ცილისმწამებელი მცოცავი, რომელსაც თავად არაფერი შეუძლია და სხვებისთვის მკვლელების წოდებას იწონებს იმიტომ, რომ საკუთარი არარეალისტური ჰალუცინაციები არ შეუსრულდათ)” - წერს ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×