რეზონანსი
10.10.2022

პოლონეთში, დაბომბვის შემთხვევაში გამოსაყენებელი 60 000-ზე მეტი თავშესაფრის შემოწმების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს. განცხადება პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

"მეხანძრეები ამოწმებენ თავშესაფრების მდგომარეობას, არის თუ არა ისინი შესაბამისად აღჭურვილი და ვარგისი გამოსაყენებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ზომებს მათი ადაპტირებისთვის," - განუცხადა მინისტრის მოადგილემ

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 62 000 თავშესაფარია და შემოწმების პროცესი დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება.

ვასიკის თქმით, ქვეყანა ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ პოლონეთი, როგორც ნატოს და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხო ქვეყანაა.

გასულ თვეში, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ადგილობრივ სახანძრო სადგურებზე იოდის ტაბლეტები დაერიგებინათ, რათა დაიცვან მოქალაქეები რადიაციის პოტენციური ზემოქმედებისგან ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის დაბომბცის შემთხვევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×