რეზონანსი
10.10.2022

სიტყვები არ არის საკმარისი, რომ აღწერო ადამიანმა ის ბარბაროსობა, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას „ქრონიკასთან" განაცხადა.

„არ ვიცი რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, როგორ უნდა მოხერხდეს ყველაფრისთვის წერტილის დასმა, იმიტომ რომ ფაქტია, ამ დრომდე მსოფლიო ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი შეაჩეროს. ძალიან ცუდად და ავისმომასწავებლად გამოიყურება ყველაფერი ეს, დიდი უბედურებაა, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს და რა თქმა უნდა ამას მალევე უნდა დაესვას წერტილი. ვერ წარმომიდგენია მსოფლიოს მომავალი, ვიდრე ასეთი რამ ხდება უკრაინაში. მართლაც წარმოუდგენელი ამბავია", - აცხადებს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×