რეზონანსი
10.10.2022

ექ­სპერ­ტი­ზით, სან­ზო­ნა­ში, ექიმ-თე­რა­პევ­ტის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით გახ­რწნი­ლი ხორ­ცი ცხო­ვე­ლის აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექი­მის ძმამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ექ­სპერ­ტი­ზა ახ­ლა­ხანს დას­რულ­და.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, აღ­მოჩ­ნდა ის, რა­საც ჩემი და აცხა­დებ­და, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცხო­ვე­ლის ხორ­ცი იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ექი­მის ძმამ.

ცნო­ბის­თვის, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 მა­ისს, სან­ზო­ნა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნი­დან, რო­მე­ლიც ექიმ-თე­რა­პევტს ეკუთ­ვნო­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გახ­რწნი­ლი ხორ­ცი ამო­ი­ღეს, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

ექი­მის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ სა­დარ­ბა­ზო­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებ­დათ, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ნიც მძაფ­რდე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, სა­ბო­ლო­ოდ, მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მელ­მაც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცი ამო­ი­ღო.

თა­ვად ექიმს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, მისი ძმის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­დი­კო­სი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბი­ნა­ში კა­ნა­ლი­ზა­ცია და მა­ცი­ვა­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, რა­მაც მძაფ­რი სუნი გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექიმ-თე­რა­პევ­ტი, მუ­ხი­ან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ოჯა­ხის ექი­მად მუ­შა­ობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×