რეზონანსი
06.10.2022

უბედური შემთხვევა ბათუმში - ანგისის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ხელოსანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას. მამაკაცი კერძო ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, არ არის ცნობილი. მშენებელი კომპანია კომენტარს არ აკეთებს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მერიის ზედამხედველობის სამსახურები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×