რეზონანსი
06.10.2022

თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ უკვე დაკავებული ყოფილი ბუღალტერი უნივერსიტეტში 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. მაკა ფოფხაძეს გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.

"მთავარმა არხმა" საკითხზე დაკავშირება რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთანაც სცადა, თუმცა ის ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის. დაკავებულ ბუღალტერს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

"აღნიშნული ადამიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, 2021 წლის დეკემბერში გარკვეული ეჭვის ნიშნები შევიტანეთ გარკვეულ გადარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩვენ მიერ გადაგზავნილ იქნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში შემდგომი გამოძიების მიზნით. ამ გამოძიების შედეგად, როგორც ხედავთ დადგინდა გარკვეული გადაცდომები", - თქვა კანცლერმა, ლაშა საღინაძემ.

მისივე განცხადებით, თანხა ერთი ადამიანის ანგარიშზე 3-4 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ირიცხებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ თსუ-ს ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი. გარდა ამისა, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი" შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×