რეზონანსი
06.10.2022

თუ დეოლიგარქიზაცია არის მაინცდამაინც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაიწეროს კანონში, მაშინ ეს რას ნიშნავს, უნდა წავიდეს ბიძინა, მოვიდეს მიშა, – განაცხადა მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„თუ დეოლიგარქიზაციას ევროპელი მეგობრებიც ისე კითხულობენ, როგორც რეზოლუცია მიიღეს? ფონ კრამონს წამოსცდა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მივიღეთო. თუმცა, შემდეგ ელჩმა თქვა, არა, მე ეს არ ვიციო. არადა, ეს ასე იყო, თვითონ განაცხადა ფონ კრამონმა. თქვენ ალბათ, იცით ეს. განაცხადა და მერე თითქოს, უკან წაიღო ეს წინადადება. თუ დეოლიგარქიზაცია არის მაინცდამაინც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაიწეროს კანონში, მაშინ ეს რას ნიშნავს? – უნდა წავიდეს ბიძინა, მოვიდეს მიშა, გარეთ უნდა იყვნენ რეალურად დამნაშავეები და დეოლიგარქიზაცია არ უნდა შეეხოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც ახლა აფინანსებს ტელევიზიასაც და ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ერთმანეთს დაერივნენ ამ ფულის გამო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×