რეზონანსი
12.09.2022

აფეთქება ბათუმში - აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. მეზობელ ბინებში ჩამსხვრეულია მინები.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

"მოკლე ჩართვა მოხდა, არანაირი შეხება არ ჰქონდა გაზთან, გაზის აფეთქების ხმა არ იყო. ხმაური იყო მაშინ, როდესაც ალი მოედო და მინები დაიმსხვრა, როგორც ასეთი, გაზის აფეთქება არ მომხდარა,"- აცხადებს მეზობელი შუქრი თურმანიძე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი ჯაბა ბერიძე კი აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

"ხანძარი იყო დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. მიზეზებს სახანძრო-სამაშველო სამსახური დაადგენს. ამის შემდეგ უკვე ოჯახი მოგვმართავს სტიქიის კომისიაზე და შესაბამისად, გაიწევა დახმარება. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია,"-განაცხადა ჯაბა ბერიძემ.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×