რეზონანსი
12.09.2022

ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.

„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს - რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან", - განაცხადა მდინარაძემ.

მან გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ახლა საუბრობენ რუსული ინტერესების გატარებაზე სხვისი მხრიდან. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს თავის პარტნიორებთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×