რეზონანსი
31.08.2022

„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს და იმ განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ნიკა გვარამია ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზღვარგარეთ გეგმავს წასვლას" და „მანამდე ვერ გამოვა, სანამ „მთავარი არხი" არ ჩაქრება".

ნიკა გვარამიას განმარტებით, „არსად წასვლას და არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნას არ აპირებს".

„როგორც გავიგე, ხმებს აცირკულირებს სუსიც და „კეთილისმსურველებიც", რომ

- გამოვალ და წავალ საზღვარგარეთ;

- მანამდე ვერ გამოვალ, სანამ „მთავარი არხი" არ ჩაქრება, ამიტომაც არხის ჩაქრობას ვაპირებ.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ

არსად წასვლას არ ვაპირებ

„მთავარი" არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო. ჩემთვის „მთავარზე" მნიშვნელოვანი არც ვინმეა საქართველოში და არც არანაირი მიზანია მასზე აღმატებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით ვეხმარები ტელევიზიას, მაგრამ რაც კი შესაძლებელია აქედან გავაკეთო, ყველაფერს ვცდილობ. და მთავარი - „მთავარი" არც მარტო მე გამიხსნია და, მით უმეტეს, მარტო მე ვერ და არ დავხურავ. "მთავარი" მაყურებლის და მისი გუნდის საკუთრებაა და არა ჩემი ან ვინმე სხვა ინდივიდის თუ ჯგუფის.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს ჩემი გათავისუფლების შემდეგ (როცა დადგება ეს მომენტი): როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის ამ გეგმებში. არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა.

პატივისცემით და სიყვარულით

ნიკა", - წერს ნიკა გვარამია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×