რეზონანსი
31.08.2022

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლი­წა­დია გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლად არის ქცე­უ­ლი. თბი­ლი­სის ამ რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა კვლავ დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათი თქმით, ნა­გავ­საყ­რელ­ზე ყო­ველ­დღე ნარ­ჩე­ნე­ბის წვა ხდე­ბა, ირ­გვლივ სა­ში­ნე­ლი კვამ­ლი და სუ­ნია, რის გა­მოც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არი­ან.

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ეკო­ლო­გი:

"ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კუ­თხი­თაც ურ­თუ­ლე­სია. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვპირ­დე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბო­და და ყვე­ლა რე­გი­ონს, რა­ი­ონს ექ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის პო­ლი­გო­ნი, მაგ­რამ ასე­თი ნა­გავ­საყ­რე­ლი დღეს არ გაგ­ვაჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელს, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­რუ­ლია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ლე­გა­ლურ და არა­ლე­გა­ლურ ნა­გავ­საყ­რე­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ არის, არ­სად არ ხდე­ბა სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა. იგი­ვე ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლი არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს დე­და­ქა­ლა­ქის­თვის... გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი სა­ერ­თოდ და­კე­ტი­ლი უნდა იყოს და მისი კონ­ტრო­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მას არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. ვიცი, იგი­ვე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­და­ნაც ხდე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის და ასე­ვე სხვა მსხვი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის, ასე­ვე იყე­ნე­ბენ ამ ნა­გავ­საყ­რელს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის უკან, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იგი­ვე ჯან­დაც­ვის თუ მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რე­ბი არ რე­ა­გი­რე­ბენ აღ­ნიშ­ნულ­ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×