რეზონანსი
31.08.2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ უწყებამ ივლისი-აგვისტოს პერიოდში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თმით, სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა და მათგან 375 ბიზნესოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.

„სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ. ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ და კანონმდებლობის შესაბამისად, ხორცი ნადგურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შეიძლება მაღალი იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ბასილაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×