რეზონანსი
31.08.2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩად დავით დავით ბაქრაძე დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ელჩის პოზიციაზე მის საქმიანობას ეფექტიანად არ აფასებდა, ამიტომაც გაეროში მის გადაყვანაზე  უარი განაცხადა. თუმცა, დღეს პრეზიდენტი ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ხელი მოაწერა. 

2013 წლის ივლისიდან ამ პოსტს კახა იმნაძე იკავებდა. 

გაეროში ელჩის პოზიციაზე წლიური თანამდებობრივი სარგო 138 ათას დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×