რეზონანსი
31.08.2022

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არ  ენდონ ცრუ წაქეზებებს, რადგან მოწევის წესების დარღვევა სტადიონებზეც ჯარიმდება.

“ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მონიტორებმა სტადიონზე „დინამო არენა“ მოწევის წესის დარღვევა დააფიქსირეს. საპატრულო პოლიციამ თამბაქოს კონტროლის რეგულაციის დამრღვევი დააჯარიმა.

ამ ფაქტს საგანგებოდ არც აღვნიშნავდით, რომ არა სტადიონების ადმინისტრაციების და მათი სტუმრების აღნიშნული რეგულაციის აღსრულების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) სტადიონზე მოწევას კატეგორიულად კრძალავს. საერთაშორიო ორგანიზაციები სრულად მიუღებლად მიიჩნევენ თამბაქოს მოხმარებას იქ, სადაც სპორტია. ამიტომაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე სტადიონების ადმინისტრაციები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნა ზედმიწევნით აღსრულდეს. ყურადღება მნიშვნელოვნად მოდუნებულია შიდა თამაშებზე. მოწევის რეგულაციის აღსრულების მონიტორინგზე არც სტადიონების მომსახურე პერსონალი იწუხებს თავს  და ზოგიერთ მაყურებელსაც ჯერ კიდევ არ აქვს კულტურა, რომ არ მოწიოს იქ, სადაც თამბაქოს მოხმარებას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა კრძალავს“,_ ამბობენ ორგანიზაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×