რეზონანსი
29.08.2022

„ნაფტოგაზის" საბჭოს თავმჯდომარის, იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინაში, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი იქნება.

ვიტრენკო ხაზს უსვამს, რომ, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის ენერგოსისტემას ძალიან მაღალი რისკი შეექმნება.

„ნაფტოგაზის" საბჭოს თავმჯდომარე​ ადამიანებს ურჩევს, საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ, რადგან გარე სივრცეებში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი შეიძლება დაეცეს. მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში, დახურულ სივრცეებში ტემპერატურა 17-18 გრადუსს შორის იქნება, რაც ნორმაზე დაახლოებით ოთხი გრადუსით დაბალია.

როგორც Ukrinform-ი წერს, უკრაინა თავისთვის საჭირო გაზის დაახლოებით 60%-ს ქვეყნის შიგნით აწარმოებს, დანარჩენს კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საბაზრო ფასით ყიდულობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×