რეზონანსი
03.08.2022

უმძიმესი ტრაგედია თბილისში. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის მოზარდი დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა ცნობილია პირველადი დასკვნა.

მედიკოსებმა ბავშვის ანაფილაქსიური შოკიდან გამოყვანა ვერ შეძლეს. მოზარდი ოპერაციის მოსამზადებელი პროცედურების დაწყებისთანავე შეუძლოდ გახდა. ბავშვის ოჯახი მომხდარში კლინიკის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობენ, რომ მათი შვილი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა.

"რა მოხდა, კაციშვილმა არ იცის. ერთია ფაქტი, რომ საღსალამათი ბავშვი მომიკლეს მეტი დოზით, თავიანთი დაუდევრობით. კუბოს ფიცრამდე ჩავყვები ამ საქმეს. თუ რამე შესაძლებელია ყველაფერს ვეცდები, რომ ეს დამნაშავე ხალხი დაისაჯოს იმიტომ რომ კიდევ შემდეგი მკვლელობა არ მოხდეს... სასაკლაოა, საავადმყოფო კი არა," - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბიძა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო საკითხის მოკვლევაში ოფიციალურად ჩაერთო. ახლა სწორედ საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×