რეზონანსი
19.07.2022

არის თუ არა ლაშა ჩხიკვაძის ამერიკაში გამგზავრებაზე უარი მოსამართლის სანქცირება - ამ კითხვაზე პასუხს მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის ელჩისგან ელოდება, თუმცა კელი დეგნანი დღესაც მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.

„აშშ საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, ზოგჯერ მეგობრებს შორისაც ხდება გაუგებრობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მეგობრები დასხდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი სატკივარი. ეს შეიძლება იყოს პირადი საუბარი ან საჯარო გამოსვლა. ამ შემთხვევაში გაკეთდა საჯარო განცხადება, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ეს არის საკითხი, რომლისგანაც წესით არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას. ეს არის რუტინული პროცესი, როცა გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ სხვადასხვა სახის სპეციალისტები, მათ შორის მოსამართლეები, პროკურატურის ან სხვა სამსახურის თანამშრომლები, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას. ეს არის რუტინული პროცესი, როდესაც ხდება შერჩევა", - აცხადებს კელი დეგნანი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×