რეზონანსი
14.07.2022

თურქეთი აცხადებს, რომ მოლაპარაკებება, რომელიც მიზნას ისახავს შავ ზღვაში რუსეთის მიერ ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას, შეთანხმებას მიაღწია.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა გზებზე მარცვლეულის გემებისთვის გადაზიდვის მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეთანხმებას ხელს მომავალ კვირას მოეწერება, როცა თურქეთში დამატებითი მოლაპარაკებები გაიმართება.

გაეროს გენერალურმა მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, მეტი სამუშაოა საჭირო შეთანხმების დასასრულებლად.

უკრაინამ შეძლო თავისი მარცვლეულის ნაწილის გაგზავნა საავტომობილო და სარკინიგზო გზით და ახალი საზღვაო მარშრუტი იხსნება დუნაის შესართავებით, მაგრამ გასულ თვეში ექსპორტირებული იყო მხოლოდ 2,5 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც გაცილებით ნაკლებია 8 მლნ ტონაზე, რომლის ექსპორტიც ომამდე ხდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×