რეზონანსი
30.11.2026

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემაში სტუმრობისას  ოქტომბრის მოვლენებს იხსენებს. მისი განცხადებით, გიგაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ნიკას უმალავდა, რადგან ის იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა და არ სურდა, მომხდარის შესახებ საქართველოში დაბრუნებამდე გაეგო.

კუპატაძის განმარტებით, მან კოლეგებსაც სთხოვა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაეხმაურებინათ.

„2 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნია იმნაძემ იმ „ჩატიდან“ გაიგო გიგას შესახებ თუ სხვა რაიმე საინფორმაციო წყაროდანაც მიიღო ინფორმაცია, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ მე საგულდაგულოდ ვმალავდი გიგაზე თავდასხმას 3 ოქტომბრის დილამდე. მე დამჭირდა სისხლი და გავხდი იძულებული, სკოლის

თანამშრომლების „ჩატში“ მეთხოვა, ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლებთან მეთხოვა სისხლი. იმიტომ, რომ ნიკა (მეორე შვილი) იყო საზღვარგარეთ და 3 ოქტომბერს დილით უნდა ჩამოფრენილიყო. არ მინდოდა, რომ ნიკას გაეგო. ყველას ვთხოვე, რომ არ გაეხმაურებინათ.

2 ოქტომბრის ღამეს, 3 ოქტომბერი რომ თენდებოდა, პირველის წუთებზე, ვერიკო ქარჩავა შვილს, გიორგი მალანიას ესაუბრება ნიაკო იმნაძის შეყვარებულზე. ახლა კითხვა – ნია იმნაძის შეყვარებული რომ არც დედამ იცოდა და არც მამამ (რასაც ისინი ამბობენ თვითონ), რომც სცოდნოდათ, რაში აინტერესებდა ვერიკო ქარჩავას

თავის შვილთან შუაღამეს ნიაკო იმნაძის შეყვარებული? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მალანიებმა და იმნაძეებმა 2 ოქტომბერსვე იცოდნენ, რომ მათი შვილები გარეულნი იყვნენ სერიოზულ დანაშაულში“, – განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×