რეზონანსი
29.11.2026

ამ დოკუმენტებში აღწერილია, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ გავლენის ქსელების შექმნას, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხთან მიმართებით.

მისივე თქმით, მიზანი იყო აშშ-სთვის,USAID-ისთვის და ზოგადად დამფინანსებლისთვის სასარგებლო ინფორმაციის ხილვადობის გაზრდა, გავრცელება და მისთვის უსარგებლო ინფორმაციის ხილვადობის შემცირება, წაშლა და დათრგუნვა. ეს იყო ამოცანა, რაც ფაქტობრივად პირდაპირ აღწერს პროპაგანდისტული ქსელის მიზნებს.

„ვიცით, რომ საქართველოში ამ ქსელის შექმნას აორგანიზებდა ბრიტანული კომპანია ZINC-ი, რომლის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობდა ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგა თავმჯდომარეობიდან, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 2020 წლის გაყალბებულ PVT-ში მისი მონაწილეობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო.

მინიმუმ 13 ენჯეო ვიცით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა და ჩართული იყო ამ ქსელში. ამ ენჯეოებს ახლა მოუწევთ გასცენ პასუხი მარტივ კითხვას: იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი. აქ მხოლოდ ორი პასუხია, ან იცოდნენ და შესაბამისად არიან საქართველოში უცხოური ჩარევის ხელმოწერილი აგენტები, ან არ იცოდნენ და იყვნენ სასარგებლო იდიოტები", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის" შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×