რეზონანსი
29.11.2026

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში სამ საწვავმზიდსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ორ რუსულ სამხედრო საწყობს შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკას მიდამოებსა და ლუგანსკის ოლქის კატერინოვკას დასახლების მახლობლად მტრის ლოგისტიკურ საწყობებს დაარტყეს.

მიყენებული ზარალის მასშტაბები დგინდება.

ამასთან, 29 ნოემბრის ღამეს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა დრონებით იერიში მიიტანეს სამარის ოლქში მდებარე რუსეთის სამრეწველო საწარმოზე - „კუიბიშევაზოტზე". საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×