რეზონანსი
29.11.2026

უკრაინის მხარდაჭერა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 28 ნოემბერს საკუთარ YouTube-არხზე გამოქვეყნებულ მიმართვაში. ამასთან, მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი რჩება.

მანამდე სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ რომსა და კიევს შორის ურთიერთობების გაციება ლიბიის სანაპიროსთან რუსული გემების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია. გამოცემის მონაცემებით, მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „დაძაბული საუბარი" გამართა და მიუთითა, რომ უკრაინამ იტალია დაგეგმილი თავდასხმების შესახებ არ გააფრთხილა. გაზეთ Corriere della Sera-ს ცნობით, მელონიმ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებით „ყელში აქვს ამოსული". მისმა ოფისმაც აღნიშნა გამოცემასთან, რომ ოპერაციამ „ლიბიის სუვერენიტეტი დაარღვია და შესაძლოა კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე გავრცელება გამოიწვიოს".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე დაადასტურა, რომ რუსულ კორვეტ „მერკურიზე" მიტანილი იერიში, რის შედეგადაც ხომალდი ჩაიძირა, კიევის მოკავშირეებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განხორციელდა და იტალიასთან ინფორმაციის გაცვლის პროცესის დარეგულირების პირობა დადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×