რეზონანსი
29.11.2026

ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

ამის შესახებ ინფორმციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერია განმარტავს, ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.

„მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.

გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×