რეზონანსი
29.11.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხივანი იყო, რომელიც მალევე დაიშალა. 

მათიკაშვილის განცხადებით ოპოზიციას მეტის თავი არ აქვს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ “საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის“.

"ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში. ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა ეს აქცია. ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის რეალობა. ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები, მეტის თავი მათ რა თქმა უნდა არ გააჩნიათ ერთადერთი მიზეზის გამო - საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×