
რეალობის აღიარების შიშია ის, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ხოლო თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია,- წერს „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
რაქვიაშვილის თქმით, ოდესღაც 600-700 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიებისთვის, რომელთა გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას, ეს სრული ფიასკოა, რასაც „ნაცები“ არ იმჩნევენ და მხოლოდ „ჩერგოს“ წყევლა აღელვებთ.
"ნაცებს რომ კითხო, ბოკერია და თამარა ბიძინას მოსყიდულია (ეს ისტორია, ლამის პირველი რამ იყო, რაც 2020-ში პოლიტიკაში მოსვლისას მოვისმინე, და ჩემი დაკვირვებით საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია პოლიტიკურ სპექტრში), მაგრამ სასწაულებრივ, ხან რა გაერთიანებაში შედაინ ბოკერიასა და მისი პარტიის ლიდერთან, ხან რა.
გვარამია მოღალატეა, ბიძინას მიეყიდაო, მიშა წერდა სულ ცოტა ხნის წინ, და აგერ ანი წითლიძე გვარამიას „ორგანიზაციულ კითხვებს“ უსვამს. „მოღალატე თუა, რა კითხვები უნდა გქონდეს მასთან საერთოდ?“ - ეს კითხვა, რატომღაც, არავის გაუჩნდა.
ჰოდა, ნაცების ასეთი ქცევა იმ ადამიანს გავს, რომელიც განგრენისგან კვდება, მაგრამ ფეხის მოჭრაზე უარს აცხადებს, რადგან “ცალი ფეხით როგორ ვირბინოო”. თუმცა, თუ ეს ნაცებს არ ესმით, ახია მათზე რაც დაემართათ და რაც კიდევ დაემართებათ.
P.S. რეალობის აღიარების შიშია ისიც, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამაინი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე თურმე „ისევ ბევრნი ვართ“. აგერ, მარტივი არითმეტიკა: თავისუფლების მოედნის შესავსებად 15 ათასი ადამიანია საჭირო, ამიტომ ამ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია. ზოგადად, ცოტა არაა, მაგრამ ოდესღაც 600-700 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიებისთვის, რომლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას, სრული ფიასკოა. თუმცა არც ამას იმჩნევენ ნაცები და მხოლოდ “ჩერგოს” წყევლა აღელვებთ.”- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.