რეზონანსი
29.11.2026

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს.

მამუკაშვილის თქმით, “თავს დაიჭრის” თუ სუს-ის ახლანდელ ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.

"აი, ხომ უეჭველი ვიცი, რომ ახლანდელი სუსის ფაილები ოდესმე მაინც გაიხსნება, აი ხელისუფლების ცვლილების მერე შეიძლება არ გაიხსნას, რადგან აქეთ მხარესაცაა აგენტურა და ყველაფერს იზამენ, რომ ეგ არ მოხდეს, მაგრამ აი 10, 15, 20 წლის მერე ხომ მაინც გაიხსნება, ეს ოხერი. აიი, თავს დავიჭრი, იქ თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს. ხოდა, ეგ თუ ეგრე აღმოჩნდება, ყველას ბოდიშის მოხდას მოგთხოვთ, ვინც მაგას იზელთ და არეაბილიტირებთ. მითქვამს მე და შევასრულებ,” - წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×