
გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება არც ისე შორს იყოს - სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
მისივე თქმით, უსამართლობის განცდა, ბრაზი და ცვლილების სურვილი არსად წასულა.
„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე.
ამდენი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში, იმის ფონზე რა ტერორის ატმოსფეროცაა ქვეყანაში, რა ტიპის და რა რაოდენობის რეპრესიული კანონმდებლობაც ‘მიიღეს’ და რამდენი ასეული მილიონიც დახარჯეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს კიდევ ერთხელ - ეს ქვეყანა არ გარუსდება და აუცილებლად გახდება თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.
უსამართლობის განცდა, ბრაზი და ცვლილების სურვილი არსად წასულა
გუშინ ყველა, მარშის მონაწილე თუ მანქანაში მჯდომი, იყო ბედნიერი, გაოცებული, აღფრთოვანებული, დაიმედებული.
გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება არც ისე შორს იყოს.
სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული“,-წერს ჯაფარიძე.