რეზონანსი
29.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ცეცხლის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს.

“მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები - შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. ეს კომპრომისია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისი. გვესმის, რომ მას (პუტინს) არ სურს ჩვენი მიწების დატოვება. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, მოდით, აქ გავჩერდეთ და დიპლომატიაზე გადავიდეთ“”, - აღნიშნა ზელენსკიმ Al Jazeera-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის მოსაძებნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×