რეზონანსი
29.11.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.

უწყების თანახმად, სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×